20:06 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 11:46:28, 1350 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, უცხო ქვეყნის ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე 5 პირი დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე 5 პირი დამნაშავედ ცნო. 

 გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაერთიანებული იყო უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფო"-ში, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე.ახლადგაწევრიანებული პირები გეგმავდნენ სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ბრძოლას. 

 "თბილისის საქალაქო სასამართლომ, ერთი პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით   (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში მისი  დახმარება)დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად  12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო 4 პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) და სასჯელის სახედ და ზომად  10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ,"- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დანაშაული საქართველოს პროკურატურისა და კონტრტერორისტული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთობლივი მოქმედებებით დროულად აღიკვეთა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics