04:25 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 11:53:40, 1063 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ აშშ-სთან მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უსვამს ხაზს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ქვეყნებს შორის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაამყარებს.

„როგორც იცით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და  სტრატეგიულ პარტნიორობას. „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას.  ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორობის, ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოსახლეობისადმი გამოხატული სრული მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics