|
2022-04-28 10:47:45, 1090 ნახვა
ეკონომიკა
უკრაინაში ომის დროს რუსეთმა გააორმაგა ენერგეტიკული შემოსავლები
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა თითქმის გააორმაგა წიაღისეული საწვავის შემოსავალი ევროკავშირის ქვეყნებისთვის. ამ გაყიდვების საერთო კლების პირობებშიც კი, ენერგიის ფასების ზრდამ, ფინური ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის CREA-ს თანახმად, მოსკოვს დაახლოებით 62 მილიარდი ევრო მოუტანა. რუსეთი აგრძელებს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულების კაპიტალიზაციას, მიუხედავად ევროკავშირის ლიდერების სასოწარკვეთილი მცდელობისა, რათა პუტინმა არ გამოიყენოს ენერგია პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტად, ნათქვამია CREA-ს დასკვნებში - იუწყება ბრიტანულ გაზეთი Guardian. ომის ორი თვის განმავლობაში ევროკავშირში რუსული ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის იმპორტმა დაახლოებით 44 მილიარდი ევრო შეადგინა. შედარებისთვის, მთელი გასული წლის განმავლობაში ეს თანხა 140 მილიარდი ევრო იყო, ანუ თვეში დაახლოებით 12 მილიარდი. გერმანია რჩება მთავარ მყიდველად. მიუხედავად მისი ხელისუფლების ყველა დარწმუნებისა რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობის შესახებ, ომის ორი თვის განმავლობაში მან 9 მილიარდი ევროს ღირებულების ენერგორესურსები შეიძინა. სანქციებისა და საექსპორტო შეზღუდვების მიუხედავად, ფასების ზრდა უფრო მეტად ანაზღაურებს რუსეთს გაყიდვების დანაკარგს, ხოლო ახალი სანქციები, ფინური ცენტრის ექსპერტების აზრით, მხოლოდ ფასების კიდევ უფრო გაზრდას გვპირდება. CREA-ს წამყვანი ანალიტიკოსის, ლაური მილივირტას თქმით, გაყიდვების შემოსავლები მხარს უჭერს პუტინის საომარ ძალისხმევას და მისი ომის მანქანის განმუხტვის ერთადერთი გზა იქნება წიაღისეული საწვავის სწრაფად და სრულად გაუქმება. „წიაღისეული საწვავის ექსპორტი არის მთავარი ელემენტი პუტინის რეჟიმისა და მრავალი სხვა თაღლითი სახელმწიფოს მხარდასაჭერად“, - ამბობს ფინელი ანალიტიკოსი. ”ენერგეტიკული ექსპორტის გაგრძელება დიდი ხვრელია რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებში და ვინც მისგან საწვავს ყიდულობს, ხდება რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი საერთაშორისო სამართლის საშინელი დარღვევების თანამონაწილე. - აცხადებს ანალიტიკოსი.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)