|
2022-04-27 17:41:37, 2634 ნახვა
კომენტარი
სიმონიანი - საქართველომ უარი უთხრა უკრაინას აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნაზე, მოდით, გავხსნათ საჰაერო მიმოსვლა
რუსული პროპაგანდისტული მედია Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი საქართველოზე მორიგ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ "საქართველომ უკრაინას დახმარებაზე უარი უთხრა". სიმონიანმა, ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა, რუსეთთან მეორე ფრონტის საქართველოში გახსნის საფრთხე, კატეგორიულად უარყო. „საქართველომ უარი უთხრა უკრაინას აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნით დახმარებაზე. მოდით, უკვე გავხსნათ საჰაერო მიმოსვლა მათთვის“, - წერს სიმონიანი. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის ზოგიერთი ლიდერის ამოცანა არის მოლდოვასა და საქართველოში რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნა. ღარიბაშვილის აზრით, დღეს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო, საქართველოში იქნებოდა მეორე მარიუპოლი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)