|
2022-04-26 13:12:12, 1310 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ტოვებს, პარტიის თავმჯდომარედ კი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ინიშნება. ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერს გადასაფარად გავრცელდა. „გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კომბინაცია შეიძლება გათამაშდეს. გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კითხვა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაწერილი, გადმოგზავნილი ტელეკომპანია „იმედში“, „რუსთავი 2-ში“, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც მუშაობს. ეს კითხვა არ არის არცერთი პროდიუსერის მიერ შემუშავებული, ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაწერილი კითხვა. იცით, რა საერთაშორისო სკანდალშია ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გახვეული და მოიგონეთ ეს. ვერიდები ჟურნალისტებთან კონფრორნტაციას. ნამდვილად გული მწყდება და არ არის სასიამოვნო სანახავი, სუს-ის რომელიღაცა დეპარტამენტის თანამშრომლის კითხვას აჟღერებდეს ჟურნალისტი, განსაკუთრებით, „რუსთავი 2-იდან“, - განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ნიკა მელია პარტიას ტოვებს, ხოლო გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)