04:17 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 13:20:07, 1153 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია

ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია, რაც საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის  - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯომარე ირაკლი კობახიძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“  სურს არეულობა და ამისთვის აწყობს რევოლუციურ და ნებისმიერ სხვა გეგმას.

„ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია. რაც საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის და გაიგო ამ ორი თვის განმავლობაში, დღეს უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა ოფიციალურმა კიევმა. „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია და ომის პარტია არის იმიტომ, რომ ისინი არიან მოღალატეები. ანუ, ომის პარტიასთან ერთად ისინი არიან ღალატის პარტია. შესაბამისად, ყველაფერი არის აბსულუტურად ლოგიკურ კავშირში ერთმანეთთან. „ნაცმოძრაობას“  სურს ერთადერთი რამ დღეს და ამისთვის აწყობენ ისინი რევოლუციურ გეგმებსაც და ნებისმიერ სხვა გეგმას, რომელიც დაკავშირებულია არეულობასთან“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics