05:56 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 11:47:59, 1027 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რათა მოხდეს არეულობა და ჩაგვითრიონ ომში

ერთადერთი, რასაც ეს კამპანია ადასრურებს არ ის, რომ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ - პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის  Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის  აუდიოჩანაწერს ეხმიანება. 

პაპუაშვილი თვლის, რომ ოპოზიციური პარტიები საქართველოში არეულობის შემოტანასა და ქვეყნის რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევას ცდილობენ.

მან ასე დასძინა, რომ ჩანაწერების ავთენტურობა არ დასტურდება, რადგან ფაქტებიც უნდა მოჰყვეს, შესაბამისად ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს არ ელოდება.

 „მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში და საქართველო ჩათრეულ იქნას ომში. ყველაზე კარგი რაც იყო, ჩვენ გუშინ ვიზუალურად ვიხილეთ როგორ მზადდება და როგორ ხდება ამ დეზინფორმაციული კამპანიის განხორციელება. ე.წ. რაღაც ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი ყურით და თვალითაც ჩანს, რომ მონტაჟია, მერე როგორ ხდება ამაზე რეაქცია შიგნით და გარეთ, ვინ არიან ამ ყველაფერში ჩართული, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზება პარტიის და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მიერ, შემდეგ როგორ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის - „სირცხვილიას“ მიერ ამის უკვე ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ. ანუ მთელი კონვეიერია. რატომაც იყო ეს კარგი, არის, ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის სასკოლო მაგალითი, სასწავლო მაგალითი როგორ მზადდება და როგორ ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ, რათა მოიფიქრონ, როგორ აუარონ გვერდი დაწესებულ სანქციებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics