06:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 18:22:30, 1296 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - „ქართულ ოცნებასა“ და სუს-ში ძალიან ბევრი ცდილობს განსაკუთრებული ჯეიმს ბონდი იყოს

არ მგონია, ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმას იცოდეს, ვინ არის პიტერ აკერმანი, ფლეტჩერის სკოლა არ ვიცი „ქართულ ოცნებას“ გაუგია თუ არა, მაგრამ მათ შეუძლია ამ სკოლის ბორტში შეამოწმონ. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავჯდომარებ ხატია დეკანოიძემ განაცხადა .

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და სუს-ში ძალიან ბევრი ცდილობს, განსაკუთრებული ჯეიმს ბონდი იყოს, მაგრამ ეს არ გამოსდით .

„გულწრფელად არ მესმის, როგორ შეიძლება რაიმე საიდუმლო შეხვედრა დაიგეგმოს სასტუმროში, სადაც მონაწილეების გარდა არის კიდევ 200 ადამიანი. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებასა“ და სუს- ში ძალიან ბევრი ცდილობს, განსაკუთრებული ჯეიმს ბონდი იყოს, მაგრამ ეს არ გამოსდით. ასეთი შეხვედრები სულ ტარდება ოპოზიციაში, თუნდაც, მედიის წარმომადგენლებთან, მოხარული ვიქნები, მედიის წარმომადგენლები ვიხილო სტრატეგიულ შეხვედრაზე, რაც გულისხმობს როგორი უნდა იყოს ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი. მსჯელობა ამ შეხვედრაზე იყო სტრატეგიულ საკითხებზე, კიდევ გვექნება ასეთი მსჯელობა, მათ შორის, იცით, ძალიან ხშირად ვხვდებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას. რაც შეეხება პიტერ აკერმანს, ყველას მოვუწოდებ, მათ შორის, უმრავლესობის წარმომადგენლებს, ალბათ, არ იციან, ეს ადამიანი ვინ არის, „დაგუგლონ“ და გაიგონ. არ მგონია, ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა იცოდეს, ვინ არის პიტერ აკერმანი, ფლეტჩერის სკოლა არ ვიცი „ქართულ ოცნებას“ გაუგია თუ არა, მაგრამ მათ შეუძლია ამ სკოლის ბორტში შეამოწმონ,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ ოპოზიცია და მედია ერთობლივი შეხვედრის ფარგლებში დაადანაშაულა „სახელმწიფო გადატრიალების“ დაგეგმის მცდელობაში . 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics