|
2022-04-19 18:01:06, 2267 ნახვა
ეკონომიკა
30%-იანი ქეშბექი პრემიუმ ბრენდებზე - „თეგეტას“ საგაზაფხულო შეთავაზებები
„თეგეტა მოტორსში“ 20-დან 30 აპრილის ჩათვლით ავტოსერვისებით უფასოდ სარგებლობაა შესაძლებელი. შეთავაზებაშია ფილტრებისა და ხუნდების შეცვლა, ასევე, სავალი ნაწილისა და თვლების ნახარის შემოწმება. შორ გზაზე მოგზაურობამდე მანქანის შემოწმება ის აუცილებელი პირობაა, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას განსაზღვრავს. არსებობს გადამოწმების სტანდარტული პარამეტრები და ის სულ რამდენიმე პუნქტს მოიცავს. პირველ ადგილზე სავალი ნაწილია, რომლის ძირითადი შემადგენელი საბურავები და სამუხრუჭე სისტემაა. მოძველებული და სეზონისათვის შეუსაბამო საბურავი სამუხრუჭე დისტანციას აგრძელებს და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. საგაზაფხულო აქციის ფარგლებში „თეგეტაში“ იტალიური ბრენდის PIRELLI-ისა და ფრანგული ბრენდის MICHELIN-ის საბურავების შეძენას 30%-იანი ქეშბექით შეძლებთ. შეთავაზება აკუმულატორებზეც ვრცელდება. დახარჯული თანხის 30%, ქეშბექის სახით, უკან დაგიბრუნდებათ გერმანული ბრენდის VARTA-ს აკუმულატორების შეძენის შემთხვევაშიც. აკუმულატორის შემოწმება ცივი ზამთრის შემდეგ აუცილებელია, რადგან ტემპერატურის ცვალებადობა მისი მწყობრიდან გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. შესამოწმებელი ნაწილების სიაშია ძრავის გაგრილების სისტემა. გადახურებისაგან მის დასაცავად, საჭიროა, რომ სისტემაში ანტიფრიზი ესხას. ყურადღებას საჭიროებს გადაცემათა კოლოფი. მასში არსებული საპოხი სითხე, ავტომწარმოებლის გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, გავლილი კილომეტრაჟის მიხედვით უნდა შემოწმდეს და შეიცვალოს. სხვა პროდუქტების მსგავსად, ,,თეგეტა მოტორსი“ 30%-იანი ქეშბექით გთავაზობთ საცხებ-საპოხი მასალების სრულ ასორტიმენტს. აქციაშია როგორც გადაცემათა კოლოფის საპოხი სითხე, ისე ძრავის ზეთი. მეტი კომფორტისთვის შესაძლებელია, „თეგეტას“ დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინ რეზერვაციით ისარგებლოთ. ასევე, „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ შოპზე შეგიძლიათ, თქვენი ავტომობილისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი შეიძინოთ.
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



