|
2022-04-17 22:34:56, 2024 ნახვა
სამხედრო
ხარკოვის რამდენიმე დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს
ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის შედეგად რამდენიმე დასახლება – ლებიაჟიე, ბაზალიევკა და კუტუზოვკას ნაწილი – ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. მისივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე გადავიდნენ უფრო აღმოსავლეთით, სოფელ მალაია როგანთან. "ხარკოვის ოლქში ჩვენი დამცველები რამდენიმე წარმატებულ ოპერაციას ატარებენ, რის შედეგადაც ოკუპანტებს რეგიონის ცენტრიდან აშორებენ". – წერს ოლეგ სინეგუბოვი. რუსეთმა ხარკოვის ცენტრალური ნაწილი დაბომბა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორის მაქსიმ ხაუსტოვის განცხადებით, 15:00 საათისთვის [თბილისის დროით 16:00] 5 გარდაცვლილისა და 13 დაშავებულის შესახებ ჰქონდათ ცნობები. ამასთან, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები. დაბომბილ ტერიტორიებზე ამჟამად მაშველები მუშაობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)