|
2022-04-16 09:48:41, 2301 ნახვა
სამხედრო
რუსეთის თავდაცვა - აზერბაიჯანმა ყარაბაღში შეხების ხაზი დაარღვია
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანმა მარტაკერტის (აზერბაიჯანულად აღდარას) რაიონში, იარმჯას დასახლებულ პუნქტში შეხების ხაზი დაარღვია. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციის მიხედვით, მათი სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ინციდენტის მოსაგვარებლად ზომებს იღებს. "იარმჯას დასახლებული პუნქტის რაიონში აზერბაიჯანის მხარის მიერ დაფიქსირდა შეხების დადგენილი ხაზის დარღვევა. რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა, აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ინციდენტის მოსაგვარებლად ზომებს იღებს. უზრუნველყოფილია ლაჩინის დერეფნის გავლით აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოთხი კოლონის გაცილება: ორი ჩრდილოეთით, ორი სამხრეთით". – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)