|
2022-04-15 12:59:59, 1818 ნახვა
სამხედრო
უკრაინული მედია - რუსმა ოკუპანტებმა დაადასტურეს, რომ თავად დაბომბმეს ბრიანსკი, რათა უკრაინა დაედანაშაულებინათ
რუსმა ოკუპანტებმა ნათესავებთან სატელეფონო საუბარში დაადასტურეს, რომ მათ თავად დაბომბეს ბრიანსკის ოლქის სოფელი კლიმოვო, რათა აღნიშნულ ქმედებაში უკრაინა დაედანაშაულებინათ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ერთ-ერთ მოსმენილ საუბარში რუსმა ოკუპანტმა, რომელიც დონეცკის ოლქში იმყოფებოდა აღიარა, რომ ისინი თავს დაესხნენ დასახლებას უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით. „ასე უნდა იყოს. ამას აკეთებენ იმისთვის, თითქოს, უკრაინელები თავად ცდილობენ პროვოცირების მოხდენას... იგივე სისულელე იყო ჩეჩნეთის ომშიც. მოსკოვში აფეთქებდნენ ბინებს და აბრალებნენ ტერორისტებს. უბრალოდ ახლა მათ (უკრაინელებს) არ შეეძლოთ ასეთი მანძილიდან კლიმოვომდე ესროლათ“ , - განაცხადა რუსმა ჯარისკაცმა. საუბრისას სამხედრომ ასევე აღნიშნა, რომ აპირებს უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში შემდგომ მონაწილეობაზე უარი თქვას. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინა ბრაიანსკის რეგიონის დაბომბვაში დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)