|
2022-04-15 10:42:31, 1275 ნახვა
სამართალი
გორის მერიის ბუღალტერს, რომელიც ბიუჯეტის თანხებს ჯერ პირად ანგარიშზე, შემდეგ კი ტოტალიზატორში რიცხავდა, ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისების ფაქტზე, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარმა ბუღალტერმა ლ.წ.-მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 2020 წლის 21 იანვრიდან, 2021 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით, სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 143 985,13 ლარი, რაც გამოიყენა აზარტულ თამაშებში. აღნიშნულით გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. ლ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით, (მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული აღიარებს და ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენისა და მხილების, ასევე მითვისებული თანხის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით." - ნათქვამია ინფორმაციაში.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)