20:59 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 12:48:48, 1490 ნახვა

სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყაჩაღობაში ბრალდებულს 11 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული დამნაშვედ ცნო.

„ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 12 აგვისტოს, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევი ი.ტ.  ქ. თბილისში სს „ნიკორა ტრეიდის" ერთ-ერთ ფილიალში თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-ოპერატორს და დანის მუქარით 300 ლარი გაიტაცა.

სამართალდამცველებმა ი.ტ. 2021 წლის 13 აგვისტოს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ორჯერ  ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ტ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა” , - ნათქვამია სასაართლოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics