|
2022-04-14 00:01:23, 2010 ნახვა
სამხედრო
რა იარაღს გადასცემს აშშ უკრაინას - ჩამონათვალი
ახალი დეტალები ჩნდება იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა იარაღს გაუგზავნის აშშ უკრაინას პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებული ახალი 800 მილიონი დოლარის პაკეტის ფარგლებში. პენტაგონის ცნობით, კიევი მიიღებს Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ახალ პარტიებს, კამიკაძეების დრონებს, ასევე: 11 Mi-17 ვერტმფრენი, რომლებიც ადრე ავღანეთში უნდა გაგზავნილიყო (ასეთი გეგმები ჰქონდა ვაშინგტონს მანამ, სანამ თალიბები ამ ქვეყანაში ძალაუფლებას დაიკავებდნენ). აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებითი 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების შესახებ, ამგვარად, თეთრი სახლი უკრაინას 2,4 მილიარდ დოლარზე მეტ იარაღს გამოყოფს. ახალი პაკეტი, ბაიდენის თქმით, მოიცავს "ბევრ ეფექტურ იარაღს", რომელიც ადრე გადაეცა უკრაინულ ძალებს, ისევე როგორც ახალ საშუალებებს, რომლებიც საჭიროა ახალი "რუსეთის ფართო შეტევის აღმოსავლეთ უკრაინაში" მომზადების ფონზე. „ეს ახალი აქტივები მოიცავს საარტილერიო სისტემებს, საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტრანსპორტიორებს. მე ასევე დავამტკიცე ვერტმფრენების გადაცემა“, - განაცხადა ბაიდენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)