|
2022-04-13 16:33:12, 1516 ნახვა
სამართალი
განრიდებისა და მედიაციის პროგრამის საშუალებით სისხლისსამართლებრივ დევნას 5600-მდე ბავშვი და ახალგაზრდა განერიდა
განრიდებისა და მედიაციის პროგრამის თერთმეტი წლის შედეგები შეაჯამეს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე. ღონისძიების მონაწილეებმა პროექტის მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის საშუალებით, სისხლისსამართლებრივ დევნას 5600-მდე ბავშვი და ახალგაზრდა განერიდა. განრიდება სასჯელის ალტერნატიული ფორმაა, რომელიც არასრულწლოვანს დანაშაულის პირველად ჩადენის შემთხვევაში შესაძლებლობას აძლევს, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე და ნასამართლობის გარეშე გააგრძელოს ცხოვრება. პროგრამას იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტო საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით ახორციელებს. განრიდებისა და მედიაციის პროექტი ქართულ მართლმსაჯულებაში 11 წელია, ფუნქციონირებს. ის თავდაპირველად 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მოქმედებდა და ნაკლებად მძიმე დანაშაულს ეხებოდა. 2014 წლიდან, პროგრამის შთამბეჭდავი შედეგების გათვალისწინებით, განრიდება მძიმე დანაშაულის შემთხვევებზეც გავრცელდა; 2015 წლიდან, როდესაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამოქმედდა, განრიდების პროგრამაში ჩართვა 18-დან 21 წლამდე ახალგაზრდებისთვისაც გახდა შესაძლებელი. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე კატალინ გერმანმა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროგრამის მუშაობას პანდემიის პირობებში, როდესაც პროექტში ჩართულ მხარეებს დისტანციურ რეჟიმში უწევდათ მუშაობა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, 2021 წელს განრიდების პროგრამებში წარმატებული მედიაციის ყველაზე მაღალი – 65%-იანი წლიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კონფერენციის ბოლოს ჯილდოები გადაეცათ პროგრამაში ჩართულ პროფესიონალებს – წარმატებულ პროკურორებს, მედიატორებსა და სოციალურ მუშაკებს. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის – „ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში" – ფარგლებში ჩატარდა და მას აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამის განხორციელებაში ჩართული პროფესიონალები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)