05:33 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 13:34:15, 1414 ნახვა

სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

1 - 12 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი", ,,გუგუთი", ,,ქუთაისის აეროპორტი" და ,,სადახლო-საავტომობილო", კანონდარღვევის 7 ფაქტი აღიკვეთა. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, როგორც ფიზიკურად, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 256,54 გრამი) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 29 516,68 ლარი შეადგინა.

"საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში, 29 516,68 ლარით დაჯარიმდნენ.

მებაჟე ოფიცრებმა, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი, კიდევ 3 ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,გუგუთი" და ,,სადახლო-საავტომობილო" გამოავლინეს. ყაზახეთისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს 472,15 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები საქართველოს საბაჟო საზღვარზე მალულად შემოჰქონდათ. ვინაიდან, აღნიშნული ოქროს ნივთების საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აღემატებოდა, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics