|
2022-04-12 03:02:50, 2486 ნახვა
სამხედრო
არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა მარიუპოლში მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს
უკრაინული მედია აზოვის ბატალიონზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაახლოებით, საღამოს 10:00 საათისთვის რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მარიუპოლში უპილოტო საფრენი აპარატით უკრაინელი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უცნობი წარმომავლობის მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. " დღეს, დამპყრობლების მხრიდან გაკეთდა ახალი განცხადება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ამზადებენ ტერორის ახალ ეტაპს უკრაინისა და ჩვენი დამცველების წინააღმდეგ. ოკუპანტების ერთ-ერთმა პირმა თქვა, რომ მათ შეეძლოთ ქიმიური იარაღის გამოყენება მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ." -განაცხადა ზელენსკიმ. ეს გენერალი რამდენიმე წლის განმავლობაში მეთაურობდა რუსეთის ჯარებს სირიაში, სადაც გამოიყენებოდა ქიმიური იარაღი და იყო უამრავი მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)