|
2022-04-08 16:41:01, 1491 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტის და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ქ.ზუგდიდში, ერთ-ერთ პოლიტიკური პარტიის ოფისთან, გ.გ.-მ და ბ.ძ.-მ ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტის ე.გ. -ს და ოპერატორის ზ.ა.-ს მიმართ, მათი ჟურნალისტური საქმიანობის გამო უკმაყოფილება გამოხატეს, შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა გ.გ. და ბ.ძ. 8 აპრილს, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (დევნა, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს." - ნათქვამია ინფორმაციაში.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)