03:26 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 15:34:52, 1163 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა რომ შემძლებოდა, ფრონტის წინა ხაზზე ვიქნებოდი და არა 310-ე საკანში

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას ლიეტუვას სეიმს, მისი დაუყოვნებლივ გადაყვანისთვის გაკეთებული განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ის რომ უკრაინიდან საქართველოში სიტუაციის განრიდებისთვის ჩამოვიდა უსაფუძვლოა, რადგან შესაძლებლობის შემთხვაში ომში ფრონტის წინა ხაზზე იდგებოდა.

"საქმე იმაშია, რომ როდესაც საზღვრის გადაკვეთას ვეხებით, ვიღაც ჭკუათმყოფელს უთქვამს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში იმიტომ, რომ განერიდა ომს უკრაინაში. მე ბევრი რამე გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა და წინასწარმეტყველება რომ შემძლებოდა, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არანაირად იქ, სადაც ვარ, ამ შუშის უკან. განრიდება რომ მდომოდა , ამერიკაშიც შემეძლო, ჰოლანდიაშიც და ბევრ სხვა ადგილას და არა 310-ე საკანში, სადაც ვიმყოფები. ამიტომ, როდესაც საუბარია ჩემს ჩამოსვლაზე , ჩამოვედი იმ მარშრუტით, რაც ყველაზე უსაფრთხო იყო ყველასთვის" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics