|
2022-04-07 11:27:19, 1188 ნახვა
სამართალი
სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 8 პირი დამნაშავედ ცნო
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს" წევრობასა და „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული რვა პირი დამნაშავედ ცნო. "პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი.გ., თ.ნ., გ.ჯ., ა.ჯ. და ზ.ა. ცნობდნენ და აღიარებდნენ „ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილ, თვითაღიარებულ სპეციალურ წესებს და დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდნენ „კანონიერ ქურდებთან" და „ქურდული სამყაროს" სხვა წევრებთან. ისინი აქტიურად მოქმედებდნენ „ქურდული სამყაროს" მიზნების განსახორციელებლად, მათ შორის, კონკრეტული დავების „ქურდული წესით" გადასაწყვეტად და ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერებს დანაშაულებრივ დაკვეთას აძლევდნენ. გ.რ., ნ.ი., და ბ.ა. გამოხატავდნენ რა „ქურდული სამყაროს" საჯარო მხარდაჭერას, აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებას და ასრულებდნენ დანაშაულებრივ დაკვეთებს. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო - გ.ჯ., ი.გ., თ.ნ. და ზ.ა. „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის და სასჯელის სახედ და ზომად, გ.ჯ.-ს 8 წლით, ი.გ. - ს 7 წლით და 6 თვით, თ.ნ. - ს 7 წლით, ხოლო ზ.ა.-ს 8 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ა.ჯ. დამნაშავედ იქნა ცნობილი ქურდული სამყაროს წევრობის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა/შენახვისთვის და 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა; გ.რ., ნ.ი. და ბ.ა. დამნაშავედ იქნენ ცნობილნი „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის და სასჯელის სახედ და ზომად, გ.რ.-ს 5 წლით, ნ.ი.-ს 3 წლით და 6 თვით, ხოლო ბ.ა.-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს." - ნათქვამია განცხადებაში.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)