03:16 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 13:15:14, 1392 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი ევროპარლამენტარების ანგარიშზე - ეს ორგანიზაციის კვლევის ცენტრის ანგარიშია და შეფასებები ეკუთვნის ავტორებს

ანგარიში არ არის ევროპარლამენტის პროდუქტი, არამედ ევროპარლამენტის კვლევის ცენტრის და მასში მოცემული შეფასებები ეკუთვნის ავტორებს. მისი მიზანია, დახმარება გაუწიოს ევროპარლამენტის წევრებს საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც ის ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

„ბევრი ის საკითხი, რაც ამ ანგარიშშია დაყენებული, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაცია, პოლარიზაცია მედიაში, კითხვები სასამართლო რეფორმებთან, არჩევნებთან და დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით, იცით, რომ ოფიციალურმა ბრიუსელმაც წამოწია, ისევე როგორც მე აქ. ვფიქრობ, ნათელია, რომ ეს არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც განხილვები გაგრძელდება საქართველოს ხელისუფლებასთან და ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის კუთხით. ვფიქრობ, კომისია მალე წარადგენს დასკვნას ამ განაცხადთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა.

2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და იმ ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებულ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2020-2022 წლებს მოიცავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics