21:38 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 13:23:49, 860 ნახვა

სამართალი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მეუღლის მიმართ სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჯ.ც. წლების განმავლობაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე. ასევე, მან არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ორსულ მეუღლეს რამდენჯერმე სასტიკად სცემა და სხვადასხვა ფორმით დაამცირა.

სასამართლო პროცესზე, პროკურორებმა დაკითხეს დაზარალებული და ათობით მოწმე, გამოიკვლიეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შესაბამისად, დაზარალებულს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიმართ წარსულში ორჯერ იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნის თანდასწრებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია) და 126-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორსული ქალის მიმართ ოჯახის წევრის მიერ განხორცილებული ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და სასჯელის სახედ და ზომად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics