|
2022-04-05 13:15:03, 900 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალი“ Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
საერთაშორისო გამოცემამ - Global Finance, „თიბისი კაპიტალი“ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „თიბისი კაპიტალმა“ აღნიშნული ჯილდო Global Finance-ისგან ზედიზედ მეორედ მიიღო. მათივე ცნობით, საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, ინოვაციური შესაძლებლობები, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე. „თიბისი კაპიტალი“ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საინვესტიციო საბანკო სექტორში და აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე. 2021 წლის განმავლობაში, „თიბისი კაპიტალმა“ 314,300,000 ლარისა და 1,118,000,000 დოლარის ოდენობის, ჯამში 9 ობლიგაცია განათავსა, რაც როგორც „თიბისი კაპიტალის“ წლიური განთავსებებისთვის, ისე საქართველოსთვის, რეკორდული მაჩვენებელია. როგორც ბიზნესის, ასევე ფიზიკური პირების მხრიდან, გაზრდილია მოთხოვნა ინვესტიციის ალტერნატიულ საშუალებებსა და დანაზოგის ეფექტურად მართვაზე. აღნიშნულ ტენდენციაზე საპასუხოდ, „თიბისი კაპიტალი“ დაინტერესებულ პირებს საბროკერო მომსახურებას სთავაზობს. ამ შესაძლებლობას „თიბისი კაპიტალის“ სავაჭრო პლატფორმის განახლებაც დაემატა. პლატფორმის დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია ფასიანი ქაღალდებით მსოფლიოს 20 ქვეყანაში, 60-ზე მეტ საფონდო ბირჟაზე ივაჭროს. პლატფორმა მოიცავს როგორც ვებ, ასევე მობილურ ვერსიებს, რაც ტრეიდინგის პროცესს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის. აქტიური საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, კვლევების მიმართულება „თიბისი კაპიტალისთვის“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებელს წვდომა აქვს მაკროეკონომიკურ და სექტორულ ანალიზზე, სწრაფ განახლებებსა და პროგნოზებზე“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს „თიბისი კაპიტალმა“ კაპიტალის გლობალური ბაზრის ანალიზის გამოქვეყნებაც დაიწყო, რაც მომხარებელს საშუალებას აძლევს ინფორმირებული იყოს საერთაშორისო ტენდენციების შესახებ და უცხოურ ფასიან ქაღალდებში ინვესტირების გადაწყვეტილება სიღრმისეულ ანალიზზე დაყრდნობით მიიღოს. „საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელება იმის დასტურია, რომ პარტნიორების საჭიროებებს წარმატებით ვპასუხობთ. ჯილდო, „თიბისი კაპიტალის“ მიერ საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, 2021 წელს ყველაზე მეტი განხორციელებული ტრანზაქციის შედეგია. საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვავითარებთ საბროკერო მიმართულებას. ნათლად დავინახეთ დანაზოგის დივერსიფიცრიების საჭიროება. ასევე, საინვესტიციო ბაზარზე განათლების ამაღლების აუცილებლობაც. სწორედ ამიტომ, ტრეიდინგის ვებ-პლატფორმა კიდევ უფრო დავხვეწეთ, შევქმენით მობილური აპლიკაცია და განახლებულ ინფრასტრუქტურაში საგანმანათლებლო პორტალიც ჩავაინტეგრირეთ“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ.
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



