03:16 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 12:44:50, 1030 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩაბარებისთვის

მთელი ეს პერიოდი უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზდებენ კაპიტულაციისთვის, ჩაბარებისთვის ლოზუნგით - აბა ომი ხომ არ გინდათ?, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუ საქართველოს ჩააბარებენ, რუსები, რომლებიც შემოვლენ თბილისში დაერევიან მოსახლეობას, დახოცავენ ხალხს, დაეპატრონებიან ჩვენს ქონებას და გაანადგურებენ ქართველ ერს.

„მინდა გითხრათ, რომ მთელი ეს პერიოდი უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩვენ გვამზადებენ ჩაბარებისთვის ლოზუნგით - აბა ომი ხომ არ გინდათ?
მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ჭამს ამ ლოზუნგს - მეგობრები, ომი და უბედურება დაიწყება მას შემდეგ, რაც ჩაგვაბარებენ. 2008 წელს მე გადავარჩინე თბილის ამ ტრაგედიას იმიტომ, რომ მთელი  მსოფლიო დაგვიდგა გვერდით.

გავიგოთ ის, რაც მთავარი საფრთხე გვაქვს, რომ თუ საქართველოს ჩააბარებენ, რუსები, რომლებიც შემოვლენ თბილისში, მათ ჩვენ ვეზიზღებით და მაშინ დაერევიან მოსახლეობას, მაშინ დახოცავენ ხალხს, მაშინ დაეპატრონებიან ჩვენს ქონებას, მაშინ გაანადგურებენ ქართველ ერს.
ის ხალხი ვინც დღეს კაპიტულაციაზე ლაპარაკობს, ჩაბარებაზე ლაპარაკობს. ის ხალხი არის ვინც გვამზადებს ძალიან დიდი სისხლის აბაზანებისთვის, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გვქონდეს გაცნობიერებული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics