03:16 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 12:01:00, 736 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე კონტრაბანდაზე - სამწუხაროა, უკრაინა-საქართველოს ხელისუფლებებს შორის ცალმხრივი მეგობრობაა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოს გავლით კონტრაბანდული იარაღის რუსეთში გადასატანად „ალოგიკური ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებების გაგრძელებაა“.

როგორც  კობახიძე აღნიშნავს, ამ ყველაფერს აქვს ერთი მიზეზი, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში რადიკალურ ოპოზიციაში არიან, უკრაინაში ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენენ.

მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან აღნიშნული „ბრალდება“ ძალიან მძიმე მოვლენაა და აჩვენებს, რომ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი.

„ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებების და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ მათ შორის უახლოეს წარსულში, მათ შორის იგივე ელჩის გაწვევის სახით და ამ ყველაფეს აქვს სამწუხაროდ ერთი მარტივი მიზეზი, რაც უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლების ნაწილი, იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთფქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში, ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს არის სამწუხარო რეალობა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ბრალდებას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა, ამასაც რბილად ვამბობ, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი, თუმცა ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავარძელოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ უკრაინელი მეგობრების, ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის ინეტერესების რეალიზებას“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics