|
2022-04-04 15:59:46, 1025 ნახვა
ეკონომიკა
ზურაბ აზარაშვილი დასაქმების პროგრამაზე - ერთ თვეში დაახლოებით 20 000 ვაკანსიაზე ინტერესი გამოხატა 17 000-მა ადამიანმა
„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროექტი პირველ მარტს დავიწყეთ, ერთი თვე გავიდა და გვაქვს შედეგი, რომ დაახლოებით 20 000 ვაკანსიაზე ინტერესი გამოხატა 17 000-მა ადამიანმა, უკვე დაკონტრაქტებულია 2 900-ზე მეტი პირი. ძალიან გვიხარია ეს შედეგი“, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან დასაქმებულები. „ისინი დასაქმებულები არიან ისეთ სამუშაოებზე, როგორიცაა ბაღში დამხმარე, ასევე საოფისე სამუშაოები, სხვადასხვა სატყეო სამუშაოები, მუშაობენ ტერიტორიების კეთილმოწყობისა და გამწვანების მიმართულებით და სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოებზე ინფრასტრუქტურის კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ნაცვლად, ბენეფიციარს დასაქმება შრომის ბაზარზე არსებულ სხვა ვაკანსიებზეც შეუძლია. სოციალურად დაუცველი პირი, დასაქმების პროგრამაში იმ შემთხვევაშიც ჩაერთვება, თუ არაფორმალურადაა დასაქმებული და საქმიანობის ფორმალიზებას მოახდენს. ღია შრომის ბაზარზე დასაქმება, ასევე საქმიანობის ფორმალიზება ჯამში 2 300-ზე მეტმა პირმა აირჩია.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)