19:27 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 14:35:22, 1217 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთის“ მხარდაჭერით „აქსელის“ საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა

"ლიბერთის"  მხარდაჭერით,  ,,აქსელის" (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის) მორიგი საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა.

ტექნოლოგიური სტარტაპებისა და პოტენციური ინვესტორების ტრადიციულ შეხვედრას ინვესტორები და სტარტაპები ესწრებოდნენ.

 ,,აქსელის" ქსელი დღეისათვის  50ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს და მისი მიზანია "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით, ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა. Grant Thornton Georgia-სთან სტრატეგიული პარტნიორობით, აქსელის პორტფელში შემავალ სტარტაპებსა და ინვესტორებს უფასო საკონსულტაციო და იურიდიულ სერვისებზე მიუწვდებათ ხელი.

 „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ აქსელის სწრაფი ზრდისა და განვითარებისთვის, რაც თავისთავად პირდაპირ "ჭკვიანი ფულის" ინვესტირებას გულისხმობს საქართველოს ტექნოლოგიურ სტარტაპებში. დიდი მადლობა ყველა პარტნიორს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ანგელოზი ინვესტორობის კულტურის განვითარებაში საქართველოში." - გური ქოიავა, აქსელის თანადამფუძნებელი

 ,,ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ  მიზანს ინოვაციური, მუდმივ განვითარებაზე  ორიენტირებული პროექტების მოძიება და  მხარდაჭერა წარმოადგენს. მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც საქართველოში ინოვაციებს, ტექნოლოგიებსა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას წაახალისებს.' - თორნიკე ბენიძე, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი

 ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: ლიბერთი ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნელოგიების სააგენტო (GITA), Tegeta ჰოლდინგი, დაGrant Thornton. აქსელის შესახებ:  www.axelnetwork.org.

სს "ლიბერთი ბანკი" არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3  მილიარდ ლარს შეადგენს  და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics