|
2022-04-03 10:19:46, 1310 ნახვა
სამხედრო
24 საათში უკრაინულმა არმიამ დონბასში 6 ჯერ მოიგერია რუსი ოკუპანტების თავდასხმა
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს მტრის ექვსი თავდასხმა დონბასის ნაწილებში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფეისბუქ გვერდზე ნათქვამია, რომ განადგურდა მტრის შვიდი ერთეული და ექვსი ჯავშანმანქანა, ასევე ლიკვიდირებულია ოთხი ტანკი. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე უკრაინის დამცველებმა ბოლო დღის განმავლობაში მოიგერიეს მტრის ექვსი თავდასხმა...“, - ნათქვამია განცხადებაში. ოკუპანტებმა ჯერ ბომბები ჩამოაგდო სამხედრო ობიექტებზე, შემდეგ კი შეუტია უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე მშვიდობიან ქალაქებს, კერძოდ, სევეროდონეცკს, რუბიჟნეს და მარიუპოლს. 2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსმა დამპყრობლებმა სევეროდონეცკთან გაზსადენი შეწყვიტა და ქალაქი და მიმდებარე დასახლებები გაზის გარეშე დარჩა. ოკუპანტებმა ქალაქ მარიუპოლს არაერთხელ შეუტიეს, შემდეგ კი დაბლოკეს. აზოვის პოლკის მეთაურმა, მაიორმა დენის პროკოპენკომ განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რიცხვმა სამ ათას ადამიანს გადააჭარბა.
სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურში განვითარებულ მოვლენებზე - ბოლქვაძისთვის წასვლა კაციშვილს არ მოუთხოვია, იგი თავად წავიდა
ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე გულგრილობაში დაადანაშაულა
პატიმარი გიორგი დავითაძე - გამაუპატიურეს, 10-მა კაცმა, ბადრაგებმა
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ გიორგი დავითაძე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)