|
2022-04-01 15:43:14, 1799 ნახვა
სამხედრო
BBC ბელგოროდის ნავთობის ბაზის დაბომბვაზე - უკრაინელ პილოტებს აქვთ დაბალ სიმაღლეზე ფრენის გამოცდილება
უკრაინელ პილოტებს აქვთ დაბალ სიმაღლეზე ფრენის გამოცდილება, - ამის შესახებ ჯონათან ბილი, BBC თავდაცვის კორესპონდენტი, წერს. უკრაინელი შვეულმფრენის პილოტებს აქვთ დიდი გამოცდილება დაბალ სიმაღლეზე მაღალი სიჩქარით ფრენაში - ეს კეთდება იმისთვის, რომ ისინი არ აღმოაჩინონ რადარებმა და საჰაერო თავდაცვის სისტემებმა. "ეს არის ის, რასაც ისინი მრავალი წლის განმავლობაში ასრულებდნენ აღმოსავლეთ უკრაინის დონბასში. 2018 წელს მე შევესწარი უკრაინელი სამხედრო მფრინავების არაჩვეულებრივ ოსტატობას - ისინი აფრინდნენ ხეებიდან და ბოძებიდან სულ რამდენიმე მეტრზე. ღამით რუსეთის ტერიტორიის ღრმად ფრენა მტრის საწვავის საცავზე თავდასხმისთვის მოითხოვს არაჩვეულებრივ გამბედაობას და ასევე მაღალ დახვეწილ ფრენის უნარს. მისი აზრით, თავდასხმა ბელგოროდზე - თუ ამის შესახებ ცნობები სწორია - მკვეთრად არ შეცვლის ბრძოლის მიმდინარეობას. მაგრამ ეს შეიძლება აჩვენოს, რომ უკრაინამ მოახერხა თავისი ავიაციის შენარჩუნება საბრძოლო მზადყოფნაში და მნიშვნელოვნად აამაღლა უკრაინის არმიის მორალი. რუსული მხარის მტკიცებით, მათ ტერიტორიაზე, ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენა გამოიწვია 2 უკრაინული ვერტმფრენის იერიშმა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი მოედო საწვავის რვა რეზერვუარს და არსებობს მისი გავრცელების საფრთხე. თითო რეზერვუარის მოცულობა 2000 კუბური მეტრია. ასევე რუსული მედიის თქმით, არ არიან დაშავებულები. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ბელგოროდში არსებული სიტუაცია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოახსენეს.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)