2022-04-01 13:11:38, 866 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 17 700-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგია 17 700-მდე ჯარისკაცი.
უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 625 ტანკი, 1 751 ჯავშანტექნიკა, 316 საარტილერიო სისტემა, 96 სარაკეტო სისტემა და 54 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს.
ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 143 თვითმფრინავი, 131 ვერტმფრენი, 1 220 საავტომობილო ტექნიკა, 85 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და გემები/ნავები - 7 ერთეული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,