18:40 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 17:47:27, 1048 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც „არამეგობრულ ქვეყნებს“ გაზს მხოლოდ რუბლში მიყიდის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას არამეგობრულ ქვეყნებთან რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე.

„ასეთი არამეგობრული ქვეყნების კონტრაქტორებს ვთავაზობთ მკაფიო და გამჭვირვალე სქემას. რუსული ბუნებრივი აირის შესაძენად მათ უნდა გახსნან რუბლის ანგარიში რუსულ ბანკებში. სწორედ ამ ანგარიშებიდან მოხდება 1 აპრილიდან მიწოდებული გაზის საფასურის გადახდა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მანამდე, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა ინიციატივით, არამეგობრული ქვეყნებისთვის რუსეთს გაზი რუბლებში მიეყიდა.

G7-ის ქვეყნებმა - გერმანიამ, დიდი ბრიტანეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა, აშშ-მა, კანადამ და იაპონიამ - განაცხადეს, რომ  გაზის საფასური რუბლით არ გადაიხდიან.

კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი არ აპირებს ქველმოქმედებას: თუ რუბლით გადახდა არ იქნება, მაშინ დასავლეთისთვის გაზი არ იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ მოსკოვის საჰაერო სივრცის ბლოკადა განაახლა, რის შედეგადაც ოთხივე აეროპორტი მუშაობას წყვეტს
68 წლის შერონ სტოუნმა 34 წლის შემდეგ ხელახლა განასახიერა „ძირითადი ინსტინქტის“ ლეგენდარული სცენა
საფრანგეთში არეულობების შემდეგ Hermès-ი ბუტიკებში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს
თავის ახალ სამშვიდობო გეგმაში აშშ-მ მოსკოვს შესთავაზა დონბასში დემილიტარიზებული ზონის შექმნა, უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics