08:27 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 17:23:59, 645 ნახვა

მსოფლიო
მევლუთ ჩავუშოღლუ - უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწული

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე პროგრესს მიაღწიეს.

როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ზოგიერთ საკითხზე რუსეთისა და უკრაინის მხრიდან კონსენსუსი შედგა. 

„ეს ომი ახლა უნდა შეწყდეს. დღეს ვხედავთ, რომ შეხვედრაზე პროგრესი მიღწეულია. ზოგიერთ საკითხზე მიღწეული იქნა კონსენსუსი და ურთიერთგაგება. დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო რთული საკითხები უფრო მაღალ დონეზე განიხილება. დღის წესრიგში ჯერ მინისტრების, შემდეგ კი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაა“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს, თურქეთში, კერძოდ კი სტამბოლში გაიმართა. მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებს თურქეთის პრეზიდენტმა, რაჯეფ თაეფ ერდოღანმა მიმართა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამასთანავე, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეები დიალოგის მაგიდას უახლოეს დღეებში კვლავ მიუსხდებიან. უკრაინის დელეგაციაში განაცხადეს, რომ „სჭირდებათ ბევრი ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, როგორც გარანტი". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics