|
2022-03-29 15:09:07, 538 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ პარტნიორობით სამეწარმეო განათლების ფესტივალი ჩატარდა
26 მარტს, „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის - „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, „სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2022“ ჩაატარა. პროგრამის ფარგლებში შექმნილი მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვა თიბისისთან, თბილისი მოლთან, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა 30-მა მინი-კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებმაც სასწავლო პროცესის განმავლობაში შექმნეს ინოვაციური და კრეატიული პროდუქტები. გამარჯვებული გამოვლინდა შემდეგ ნომინაციებში: ასევე, შეირჩა 5 გუნდი, რომელიც გადავიდა მომდევნო ეტაპზე და 2022 წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანიის ტიტულის მოსაპოვებლად გააგრძელებს ბრძოლას. პროგრამა „მეწარმეობის საფუძვლები“ ახალგაზრდებში მეწარმეობის სწავლების პრაქტიკული მეთოდით - „სწავლება კეთებით“ ისწავლება, რომლის დროსაც მოსწავლეები ახდენენ სიმულაციური კომპანიების ჩამოყალიბებას და მართვას. პროექტის განმავლობაში მოსწავლეები ეცნობიან სამეწარმეო საქმიანობის ძირითად საკითხებს. პროგრამის წესების შესაბამისად, მონაწილეები ახდენენ კაპიტალის მოზიდვას, ბაზარზე გააქვთ მათ მიერ არჩეული და წარმოებული საქონელი ან მომსახურება და ყიდიან მას. პროგრამა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, პრაქტიკულად დაინახონ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ბიზნეს იდეიდან რეალური ბიზნესის ფორმირებამდე.
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)