|
2022-03-29 13:10:29, 503 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა ციფრული ბანკის მომავალზე იმსჯელეს
სასტუმრო ბილტმორში საბანკო სექტორის წარმომადგენელთა ფორუმი - The Future of Banking გაიმართა, რომლის ორგანიზატორი ინგლისურენოვანი გამოცემა The FINANCIAL-ი იყო, ხოლო მხარდამჭერი - თიბისი. ფორუმის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საბანკო ასოციაცია. ფორუმი საქართველოს საბანკო სექტორში მიმდინარე სიახლეებს, ქართული ბანკების საერთაშორისო რეიტინგებს, ბაზრის ანალიზსა და პერსპექტივებს მიეძღვნა. ფორუმზე ისაუბრეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს საბანკო ასოციაციის თავმჯდომარემ და სხვებმა. თიბისი ფორუმზე წარმოდგენილი იყო ორ საპანელო დისკუსიაში, რომლებზეც ციფრული ბანკინგის და ფინტეკების მომავალზე იმსჯელეს. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ თორნიკე გოგიჩაიშვილმა თიბისის ციფრულ ტრანსფორმაციაზე და გაციფრულების მიმართულებით ბოლო 10 წელიწადში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. „თანამედროვე ტექნოლოგიებმა საშუალება მოგვცა სრულიად ახალი რეალობის მოწმენი გავხდეთ. დღეს, ციფრული ბანკი ხდება ბიზნესის კეთების, გადახდების და მომხმარებლისათვის სერვისებისა და პროდუქტების მიწოდების დომინანტური გზა როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ განვითარებულ მსოფლიოში. თანამედროვე პრაქტიკაში საცალო სეგმენტისა და ციფრული ბანკინგის ერთმანეთისგან განცალკავებულად განხილვა შეუძლებელია. დღეისათვის, თიბისიში ტრანზაქციების 99 % ციფრულად, ხოლო 1 % ფიზიკური გზით ხორციელდება“, - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე საბანკო ინდუსტრიაში ფინტეკების როლზე და პერსპექტივებზე ისაუბრა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა, რომელმაც უზბეკეთში თიბისის მთლიანად ციფრული ბანკის საქმიანობა მიმოიხილა. „საქართველო შეიძლება იყოს ძალიან კარგი ჰაბი, იმისთვის, რომ აქ შეიქმნას ფინანსური ტექნოლოგიები და შემდეგ მოხდეს მისი ექსპორტი. ამის მაგალითია თიბისის მიერ შექმნილი პლატფორმა Space, რომელიც უკვე ორ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. სწორედ Space-მა მოგვცა საშუალება აგვემუშავებინა პირველი, ქართული, ციფრული ბანკი უზბეკეთში, რომელსაც უკვე მილიონ ნახევარი მომხმარებელი ჰყავს,“ - ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. საბანკო ფორუმს გაზეთ The FINANCIAL-ის სპეციალური ნომერი მიეძღვნება, სადაც დაინტერესებული პირები დეტალურად გაეცნობიან ფორუმზე განხილულ საკითხებს.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)