19:10 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-26 16:11:27, 1194 ნახვა

მსოფლიო
ხარკოვის საოლქოს ხელმძღვანელი - უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა და რამდენიმე დასახლება გაათავისუფლა

ხარკოვის ოლქში უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა და უკვე რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა მალა როგანის მიმართულებით. ამის შესახებ ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტები იბრძვიან იზიუმის მიმართულებითაც, თუმცა უკრაინელ სამხედროებს იქაც თავდაცვითი პოზიციები აქვთ დაკავებული. 

„დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ იცავენ საკუთარ პოზიციებს, არამედ კონტრშეტევაზე გადადიან. მალა როგანის მიმართულებით უკვე გათავისუფლებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი, ახლა იქ შეტაკებები გრძელდება. ბრძოლები გრძელდება იზიუმის მიმართულებითაც, იქ ჩვენს ჯარებს თავდაცვითი პოზიციები აქვთ დაკავებული“, - განაცხადა  სინეგუბოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ მოსკოვის საჰაერო სივრცის ბლოკადა განაახლა, რის შედეგადაც ოთხივე აეროპორტი მუშაობას წყვეტს
68 წლის შერონ სტოუნმა 34 წლის შემდეგ ხელახლა განასახიერა „ძირითადი ინსტინქტის“ ლეგენდარული სცენა
საფრანგეთში არეულობების შემდეგ Hermès-ი ბუტიკებში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს
თავის ახალ სამშვიდობო გეგმაში აშშ-მ მოსკოვს შესთავაზა დონბასში დემილიტარიზებული ზონის შექმნა, უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics