2022-03-26 14:22:49, 993 ნახვა
მსოფლიო
ოკუპანტები ქალაქ სლავუტიჩში შევიდნენ და ქალაქის ჰოსპიტალი აიღეს - კიევის ოლქში ორდღიანი „კომენდანტის საათი" გამოცხადდა
რუსი ოკუპანტები კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩში შევიდნენ და ქალაქის ჰოსპიტალი აიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მედია ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიევის რეგიონული სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ქალაქის მერი, იური ფომიჩევი გაიტაცეს, თუმცა მოგვიანებით უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სლავუტიჩის მერი გაათავისუფლეს.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ გვერდზე ოლქში კვლავ ორდღიანი ე.წ კომენდანტის საათი გამოაცხადა, რომელიც დღეს საღამოს 20:00 საათიდან 29 მარტის დილის 07:00 საათამდე გაგრძელდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,