2022-03-25 14:39:50, 2007 ნახვა
მსოფლიო
აშშ და ევროკომისია რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად სამუშაო ჯგუფს ქმნიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადეს, რომ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იქნება ევროპის დამოკიდებულების შემცირება რუსულ ნავთობსა და გაზზე.
ჯგუფი, რომელსაც თეთრი სახლისა და ევროკომისიის წარმომადგენლები გაუძღვებიან, მიზნად ისახავს თხევადი ბუნებრივი აირის ალტერნატიული მარაგების მოძიებას და ბუნებრივ გაზზე საერთო მოთხოვნის შემცირებას.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები იმუშავებს ევროპისთვის მინიმუმ 15 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე, სხვა ქვეყნებთან პარტნიორობით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,