12:45 - 17 Aug, 2026
|
2022-03-24 17:07:30, 1152 ნახვა
ეკონომიკა
ე.წ რიყის დოქები გაიყიდა
მთავრობამ რიყის დოქები მე-7 მცდელობაზე, 10 მილიონ 20 ათას ლარად გაყიდა. ინვესტორი ვალდებული იქნება, 3 წლის ვადაში მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს. ტერიტორიაზე მოაწყოს ღვინის და ციფრული ხელოვნების/ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო/ საკონფერენციო სივრცეები და დარბაზები. შეგახსენებთ, რომ პირველად „რიყის დოქები“ 2020 წლის 5 თებერვალს გავიდა აუქციონზე და მისი საწყისი ფასი 95 მილიონი იყო. ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ ობიექტი 30 მარტს გაიტანა გასაყიდად, თუმცა ელექტრონული აუქციონი უშედეგოდ დასრულდა. მაშინ ობიექტი 71 250 000 ლარად იყიდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)