|
2022-03-24 14:58:15, 931 ნახვა
ეკონომიკა
ვალუტოში, ოქროს სალომბარდე სესხზე განსაკუთრებული პირობებია
ვალუტოში, მიმდინარე აქციის ფარგლებში, ოქროს სალომბარდე სესხით სარგებლობა განსაკუთრებული პირობებითაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას TBC Bank ავრცელებს. განცხადების მიხედვით, თუ მომხმარებელი ოქროს სალომბარდე სესხს ვალუტოში აიღებს, ოქროზე გაზრდილი შეფასებით ისარგებლებს და თვეში ფიქსირებულ 1.2%-ს გადაიხდის, ეფექტური 15,39%-დან. გარდა ამისა, მომხმარებელი სალომბარდე სესხის გატანას, გაცემას, პროლონგაციასა და შეტანას საკომისიო გადასახადების გარეშე შეძლებს. ვალუტოში შესაძლებელია 2 ან 3 თვიანი სესხის აღებაც. გარდა ამისა, მომხმარებელი შეძლებს 48 თვემდე კლებადი გრაფიკით ისარგებლოს და გამოიყენოს სხვადასხვა შესაძლებლობა დავალიანების დასაფარად 24/7-ზე: ფილიალებში, სწრაფი გადახდის აპარატებსა და თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში. ვალუტოს 24/7 მომსახურება უკვე საქართველოს 12 ქალაქშია ხელმისაწვდომი: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, გარდაბანი, ზუგდიდი, სამტრედია, რუსთავი, ახალციხე, ზესტაფონი, ხაშური, ახალქალაქი. გარდა ოქროს სალომბარდე სესხისა, ვალუტოში შესაძლებელია შემდეგი პროდუქტებით სარგებლობა:
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე - Valuto.ge, ან ცხელი ხაზის - 2 24 27 27 საშუალებით.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)