|
2022-03-23 13:05:30, 871 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ ტაშკენტში ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო გადაზიდვები განიხილა
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ტაშკენტში, სარკინიგზო ადმინისტრაციებისა და ლოჯისტიკური კომპანიების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი, კახა გუდიაშვილი დაესწრო. განხილვის მთავარი თემა - ჩინეთიდან თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროპასთან დამაკავშირებელი კორიდორის არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები იყო. "მარშრუტი, რომელიც 2019 წელს ამოქმედდა კონტეინერების გადაზიდვის მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. შეხვედრებზე უცხოელმა კოლეგებმა საკონტეინერო გადაზიდვების შეუფერხებელი მუშაობისთვის მხარეთა პასუხისმგებლობები, გადაზიდვის ვადები და სატარიფო პირობები განიხილეს. ასევე იმედი გამოთქვეს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარების მიუხედავად, არსებულ მარშრუტზე ტვირთბრუნვის მზარდი ტენდენცია შენარჩუნდება." - ნათქვმია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)