03:31 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-22 15:27:59, 656 ნახვა

მსოფლიო
თბილისის მერიის მიერ შექმნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში სხვადასხვა სახის პროდუქციისა და მედიკამენტების შეგროვება გრძელდება

თბილისის მერიის მიერ შექმნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში სხვადასხვა კომპანიები და კერძო პირები განაგრძობენ უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების მიტანას. ამჯერად პროცესში ჩაერთო „კოკა კოლა“, „არ ემ ჯი ჯგუფ“, „ევროპროდუქტი“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი). ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებ.

უწყების მიხედვით, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში, დღეს, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იმყოფებოდა, რომელმაც შემომწირველებს გაღებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„განვაგრძობთ ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას. ამ პროცესში ბევრი ადამიანი გვიერთდება. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო - კომპანიებს „კოკა კოლას“, „არემჯის“ „სემეკს“ და „ევროპროდუქტს“, ასევე, მადლობა თანადგომისთვის რიგით მოქალაქეებს. ლოგისტიკის საკითხი მოგვარებულია. იცით, რომ ომის პირობებში ტვირთის ჩატანა და გადანაწილება რთულია, მაგრამ უკრაინის საელჩოსთან ერთად გადავწყვიტეთ ეს საკითხი. შეგროვებული ნივთები ჩაიტვირთება საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეების დიდ მანქანებში და მათი საშუალებით გაიგზავნება უკრაინაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის მიერ ამოქმედებული ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში  შეგროვებული დახმარების გაგზავნის პროცესი 11 მარტიდან დაიწყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics