|
2022-03-18 18:19:52, 883 ნახვა
ეკონომიკა
PSP-ში თურქული წარმოების მედიკამენტები 77%-მდე გაიაფდა
PSP-ში თურქულ წარმოებებთან Abdi Ibrahim და Nobel -თან მოლაპარაკებების შედეგად 10- მთავრობის მიერ N188 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებამ და მედიკამენტების გამარტივებული იმპორტის რეჟიმის გამოცხადებამ მოგვცა შესაძლებლობა აქტიურად მუშაობა დაგვეწყო თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან. ამ ცვლილების საფუძველზე, უკვე 1 თვეა, PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით მომხმარებლები თურქული წარმოების გერმანულ მედიკამენტ „ქსარელტო 15მგ“ თურქეთის აფთიაქებში არსებულ ფასად 55 ლარად იძენს ადრე ფასდაკლების დღეებში არსებული 139ლარის ნაცვლად. თურქ მწარმოებლებთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად დღეს PSP-ში მომხმარებლებს კიდევ 10-მდე კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი შეუძლიათ 77%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ. ვანსეარ დუო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატია, რომლსი ფასი 113,7ლარით გაიაფდა ერთ-ერთი მოთხოვნადი ნევროლოგიური პრეპარატი ეპიქსი; ფასდაკლების დღეების ფასი -212,16₾, დღეიდან PSP-ში 98,3₾. 60 ლარით ნაკლებ ფასად, 89₾-ის ნაცვლად 29,15₾ შეუძლია მომხმარებელს ციტოლექსი 10მგN56-ის შეძენა. ვაზოსერკი BID უკვე 23,35ლარი ღირს არსებული ფასდაკლების ფასის 51,93₾-ის ნაცვლად. კო-ირდა 34ლარით ნაკლებ ფასად, ხოლო ესრამი 33 ლარით ნაკლებ ფასად დახვდება PSP-ში. „PSP კვლავ განაგრძობს მუშაობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან მომხმარებლებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველსაყოფად. მომდევნო კვირაში კიდევ 20-მდ დასახელების მედიკამენტი შემოგვაქვს თურქეთიდან მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, რაც მყისიერად აისახება ჩვენს ქსელში და მომხამრებელს კიდევ უფრო მეტ დასახელებაზე შეეძლება ისრაგებლოს გაცილებით დაბალი ფასით თურქული წარომოების მედიკამენტებზე“- აცხადებენ PSP-ში.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)