|
2022-03-17 13:41:10, 756 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური - საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური თანამშრომლობით და მჭიდრო კოორდინაციით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, 2021 წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური თანამშრომლობით და მჭიდრო კოორდინაციით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრმა კანონმდებლებს უწყების ინიციატივების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, 2021 წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური თანამშრომლობით და მჭიდრო კოორდინაციით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში. მადლობა მინდა გითხრათ ჩვენი ინიციატივების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. მიმდინარე წელსაც განსახილველად წარმოდგენილი იქნება არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა მინდა გამოვყო „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტი, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან არის ნაკარნახევი. თქვენ ყველას გახსოვთ, თუნდაც ბოლო ფაქტი, სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთ ოჯახში მომხდარი ტრაგედია, რომელიც პნევმატური იარაღის არასწორმა გამოყენებამ გამოიწვია. შესაბამისად გამკაცრდება პნევმატური იარაღის ტარებასა და შენახვასთან დაკავშირებული რეგულაციები. საკანონმდებლო ცვლილებები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ იარაღის კატეგორიებად დაყოფა მოხდება არა იარაღის დანიშნულების და მიზნის მიხედვით, არამედ იარაღის სახე დადგინდება მისი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად. კერძოდ, სამოქალაქო იარაღის სახეებად დაყოფის ძირითად კრიტერიუმად განისაზღვრება იარაღის პარამეტრი - ლულის სიგრძე. გარდა ამისა, იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გახდება ვადიანი. იარაღის უკანონო ბრუნვის პრევენციის მიზნით, პოლიციას მიენიჭება უფლება, პირს მოსთხოვოს მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციაში წარმოდგენა. აღნიშნულის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის ივლისში დაამტკიცა ხმოვანი-აკუსტიკური იარაღის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები. ცვლილების თანახმად, აიკრძალა ხმოვანი იარაღის ტარება და დასახლებულ პუნქტში მისი გამოყენება. დადგენილი წესების დარღვევისთვის დაწესდა საკმაოდ მკაცრი ადმინისტრაციული საქნციები, მათ შორის შესაძლებელი გახდა იარაღის კონფისკაცია. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ხმოვანი -აკუსტიკური იარაღის უნებართვო გამოყენების მაჩვენებელი მინიმუმამდე შემცირდა. დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები საგზაო მოძრაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. მათ შორის, სანქციები გამკაცრდება სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევებზე, სანომრე ნიშნის გარეშე ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვაზე, მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებაზე, ასევე, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული-მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობის წესების დარღვევაზე“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)