18:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-13 14:20:02, 1068 ნახვა

პოლიტიკა
ანჟეი დუდა - პუტინის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება ნატოს მწვანე შუქს აანთებს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ნატო გადახედავს გადაწყვეტილებას არ ჩაერიოს უკრაინის კონფლიქტში, თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.

პოლონეთის ლიდერი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას შეუძლია ამ ნაბიჯის გადადგმა.
„თუ მკითხავთ, შეუძლია თუ არა პუტინს ქიმიური იარაღის გამოყენება, მაშინ ჩემი აზრით, ამ მომენტში პუტინს შეუძლია გამოიყენოს ყველაფერი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის რთულ ვითარებაშია. მან უკვე წააგო ეს ომი პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, ასევე აშკარად არ მოიგებს. “- განაცხადა ანჯეი დუდამ BBC-სთან ინტერვიუში.
მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება შეცვლის თამაშის ყველა წესს, თქვა დუდამ. საფრთხე დაეკიდება არა მარტო ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოში და ნატოს რაღაცის გადაწყვეტა მოუწევს, 
მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააფრთხილა მსოფლიო რუსეთის მხრიდან ქიმიური თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics