|
2022-03-13 12:08:17, 787 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ვმუშაობთ სტრატეგიულ პარტნიორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან მაკომპენსირებელი ღონისძიებების დაგეგმვაზე, რათა ომის შესაძლო გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე შევამციროთ
„ეკონომიკა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას მთელ მსოფლიოში, გადამდები ეფექტის მქონეა ომი და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ის ასახვას ჰპოვებს, მათ შორის, რეგიონის ქვეყნებზე. საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვანი პარტნიორია ამ კონფლიქტის მონაწილე, რომელიც საქართველოს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორში შედის და, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მიმდინარე ომს თავისი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს, კეთდება ანალიზი ეკონომიკურ გუნდში და მთავრობას აქვს მუდმივი კომუნიკაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან - აშშ-სთან და ევროპასთან, რადგან, მოსალოდნელია, მომავალში, გარკვეული ზიანი მიადგეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების ეკონომიკასაც. „ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ გარკვეული მაკომპენსირებელი ღონისძიებები დაიგეგმოს და გარკვეული რესურსები საქართველომ მიიღოს ამ კუთხით იმისთვის, რომ შევამციროთ გავლენა, რომელიც ომს შეიძლება ჰქონდეს" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისივე შეფასებით, ძალიან რთულია ამ მომენტისთვის კონკრეტული პროგნოზების გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოდელი უკვე მომზადებული აქვს ეკონომიკურ გუნდს და არის შეფასებებიც, თუმცა, ბევრი დაშვებაა აქ და დამოკიდებულია ყველაფერი იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება არსებული ვითარება და რამდენად მძიმე იქნება ამის ეფექტი, მათ შორის, სანქციების ეფექტები.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)