01:42 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 21:28:44, 749 ნახვა

პოლიტიკა
წავიდეს ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მთავრობა, დავუხუროთ ცა რუსეთს, შევიტანოთ განაცხადი EU-ს წევრობაზე - ოპოზიციის 3 მოთხოვნა

წავიდეს ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მთავრობა, დავუხუროთ ცა რუსეთს, შევიტანოთ განაცხადი EU-ს წევრობაზე - აღნიშნული 3 მოთხოვნა გააჟღერა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

"პირველი, წავიდეს და თან წაიყოლოს მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილმა, მოშორდნენ აქედან. „ქართული ოცნება“ ჩვენ არ წარმოგვადგენს, ამიტომ, უპირველესი მოთხოვნაა მისი წასვლა და ის სირცხვილი, რომელიც მან მოსცხო საქართველოს, ჩვენს ისტორიას და მომავალს, ჩვენი ჩამოსარეცხია და ის აუცილებლად უნდა წავიდეს, აღარ უნდა წამოადგენდეს ჩვენს ღირსეულ ხალხს.

ამის შემდეგ ჩვენ უნდა გადავიდეთ ქმედით და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომ დავეხმაროთ უკრაინას და რეალურად ვიყოთ მათ მიმართ სოლიდარულები. დავუხუროთ ცა რუსეთს, გავუხსნათ ცა - უკრაინას.

მესამე, დღეს უკრაინამ საკუთარი მსხვერპლით, რომელიც ხუთი ღამეა ყველას გვატირებს, გახსნა შესაძლებლობები, რომ ჩვენ ყველა ერთად გავხდეთ თავისუფალი ევროპის ნაწილი და ეს შესაძლებლობა, რომელიც გვესიზმრებოდა და ესიზმრებოდა ჩვენს წინაპრებს, დევს დღეს მაგიდაზე. ეს უგუნურები ამბობენ, რომ არ გვინდა. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა, ამათი წასვლისთანავე საქართველომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

არავის აქვს ჯადოსნური ჯოხი, მაგრამ ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ერთად დგომით ამ სამივე პირობას მივაღწევთ. პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე, არ დავნებდებით, არ დავიღლებით და გავათავისუფლებთ ამ ქვეყნას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics