|
2022-03-01 12:15:58, 551 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები შემაშფოთებელია და საერთაშორისო სამართლის წესებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ უკრაინას მისი ცხოვრების ბევრი დასამახსოვრებელი წუთი, წარმატება და გამარჯვება უკავშირდება. „კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. შემაშფოთებელია იქ მიმდინარე ომი. უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია და რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის წესებსა და ყველანაირ პრინციპებს. რთულია, ემოციების გარეშე უყურო ამ ყველაფერს. ჩვენ ყველას გვტკივა თითოეული დაკარგული სიცოცხლე, ცრემლი და ჭრილობა. მე უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. გარკვეული წლების განმავლობაში, მომიწია უკრაინაში ცხოვრება, კერძოდ კიევში. ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი დღე და წუთი მახსოვს. ბევრი წარმატება, გამარჯვება და დიდი სიყვარული მაკავშირებს უკრაინელ ხალხთან. მინდა უკრაინელ ხალხს ჩემი სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს უკრაინისა და უკრაინაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „როგორც ქართველს, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, განსაკუთრებით მეამაყება, რომ საქართველოს დიპლომატიური მისია იმ ერთეულებს შორისაა, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს, არ მოატოვა უკრაინა და უკრაინაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები. განსაკუთრებული მადლობა მათ ამისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)