01:42 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 19:50:39, 875 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიებასა და საპროცესოზე განცხადება გააკეთა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმართ მასზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ განცხადება გააკეთა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე, საგამოძიებო ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, ისაუბროს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მტკიცებით ფორმაში, რის მიზეზადაც აღნიშნული საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარე პროცესში ყოფნა დასახელდა.

„...გამოძიების დაწყების დღიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი აქტიურ კომუნიკაციაშია მ. სააკაშვილთან და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან. მათ მიეწოდებოდათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შესახებ. ასევე, გენერალურმა პროკურატურამ ადვოკატებს დართო სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება. ადვოკატებს შეუფერხებლად ჰქონდათ წვდომა სისხლის სამართლის საქმეზე. ისინი რამდენჯერმე იყვნენ გამოცხადებულნი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და გაეცნენ როგორც წერილობით მასალებს, ასევე ვიდეოჩანაწერებს. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველის აპარატს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარე პროცესშია. გრძელდება მოწმეთა გამოკითხვა. ასევე, როგორც ზემოთ აღინიშნა მიღებული არ არის თითქმის არც ერთი ექსპერტიზის დასკვნა (გარდა ერთისა), რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული გამოსაკვლევი საკითხის შესაფასებლად. შესაბამისად, ამ ეტაპზე, საგამოძიებო ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, ისაუბროს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მტკიცებით ფორმაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics