|
2022-02-24 13:37:42, 799 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კიევში გადაიყვანონ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ხელისუფლებას მიმართვას ავრცელებს და მის სამედიცინო ტრანსფერს ქალაქ კიევში ითხოვს. მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ თუ ხელისუფლება შეთავაზებას დათანხმდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, თბილისში პირველივე გამოძახებაზე დაბრუნდება. ამასთან, ექს-პრეზიდენტი ითხოვს, რომ დროებით განაჩენი გადაუვადონ. "მოგმართავთ, დათანხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას და მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში. გადამივადოთ გამოტანილი განაჩენები დროებით, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, უკრაინის ნაციონალური რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მოქმედი, ჩემი ოფისი განლაგებულია პირდაპირ პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის გვერდით და იქ დღესაც მუშაობს. მათთან მაქვს კონტაქტი ყოველდღიურად. როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება, ამის შემდეგ გაძლევთ ჩემს პატიოსან სიტყვას, რომ ჩამოვალ. ასევე მინდა გითხრათ, თუ გადაწყვეტთ ამ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებას, რომელსაც მე უსამართლოდ მივიჩნევ, პირველივე გამოძახებაზე ჩამოვალ თბილისში. თქვენ იცით, რომ ეს ასე იქნება. რა თქმა უნდა, თუ ცოცხალი დავრჩი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ ხდება. ჩემ ტრანსფერს თუ დათანხმდებით, ამას განახორციელებს დიდი ევროპული ქვეყანა, რომლისგანაც შემოთავაზება თქვენ გაქვთ და იცით, რომ არაერთგზის ყოფილა ეს შემოთავაზება. თუ თქვენ დათანხმდებით ამ წინადადებას, მე მოვუწოდებ ყველა მომხრეს საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ და ავიღებ ვალდებულებას ჩემი საზღვარგარეთ ყოფნის დროს, არ ჩავერიო ქართულ პოლიტიკაში რაიმე ფორმით. თუ ჩამომიყვანთ, ეს პირობა უკვე აღარ შესრულდება. კარგად ვაცნობიერებ, რომ კიევში ჩასვლა ახლა ძალიან სარისკოა. იმიტომ რომ ოპერაციულ ჯგუფებს აქვთ სახელები და გვარები, ვისი განადგურება უნდათ და იქ ერთ-ერთი პირველი ადგილი მიკავია. ვთხოვ საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობას, დათანხმდნენ ჩემს წინადადებას და თავის მხრივ, მე მზად ვარ, დავივიწყო ყველა ის წამება და ცუდი მოპყრობა, რაც მე გადავიტანე ციხეში და ბევრი სხვა რამ. წვრილმანად ჩანს ეს ყველაფერი იმის ფონზე, რაც დღეს ხდება. მე მაქვს თქვენი საღი აზრის და რაციონალურობის იმედი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)